პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონი მეტია ვიდრე სარეკლამო შეტყობინებების აკრძალვა
პერსონალური მონაცემი, ანუ ნებისმიერ ინფორმაცია, რომელიც იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს უკავშირდება, ამიერიდან ახალი ევროპული კანონმდებლობით დამკვიდრებული დაცვის სტანდარტით დარეგულირდება. ფიზიკური პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ, მათ შორის, სახელით, გვარით, საიდენტიფიკაციო ნომრით, გეოლოკაციის მონაცემებით, ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემებით, ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქიკური, ფსიქოლოგიური, გენეტიკური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური მახასიათებლით.