ჩვენს შესახებ
Cocaz Legal არის გამოცდილი პრაქტიკოსი იურისტების მიერ დაარსებული იურიდიული კომპანია, რომელიც დაარსდა 2012 წელს. ჩვენი ფირმის მიზანია დავნერგოთ თანამედროვე და პროგრესული იურიდიული მომსახურება, რაც შემდგომში ხელს შეუწყობს ხარისხზე დაფუძნებული სამართლებრივი კულტურის ჩამოყალიბებას.
ჩვენი ხედვა
Cocaz Legal-ის გუნდის ხედვა და სტრატეგია მარტივია – ნებისმიერ დროს გვესმოდეს კლიენტის საჭიროებების, გავუწიოთ ხარისხიანი იურიდიული მომსახურება მაღალკვალიფიციური იურისტების მეშვეობით, დავეხმაროთ კლიენტებს დასახული მიზნების მიღწევაში.
პროფესიონალი კადრი
ჩვენი პარტნიორები ჩართულნი იყვნენ საქართველოში განხორციელებულ წამყვან ტრანზაქციებში კორპორატიულ, საფინანსო, საჯარო, ბიზნეს და სამოქალაქო სექტორში - გამოცდილება, რომლის გაერთიანება და გამოყენება მათ გადაწყვიტეს კლიენტების სასარგებლოდ.
Pro bono და სოციუმი
ჩვენ გვჯერა, რომ გვაკისრია პასუხისმგებლობა, ჩავერთოთ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, მხარი დავუჭიროთ მას და ჩვენი წვლილი შევიტანოთ მის განვითარებაში. ჩვენ ვნერგავთ pro bono პოლიტიკას, რომლითაც ჩვენი სოციუმის შერჩეულ წევრებს დავეხმარებით მათი მიზნების მიღწევაში.
“If Moses had gone to Harvard Law School and spent three years working on the Hill, he would have written the Ten Commandments with three exceptions and a saving clause.”Charles Morgan
Company