კერძო-საჯარო პარტნიორობა და საჯარო რეგულირება
COCAZ LEGAL განსაკუთრებული ყურადღებას უთმობს რეგულირებად სექტორებს და სპეციალიზირდება ბიზნესისა და სახელმწიფოს თანამშრომლობის თემებთან დაკავშირებით პროექტის განვითარების, დაფინანსებისა და განხორციელების ყველა ეტაპზე.
ბოლო წლებში საქართველოს სახელმწიფოს მიერ შექმნილია არაერთი ფორმატი ადგილობრივ და უცხოელ ინვესტორებთან თანამშრომლობის და კერძო საჯარო პარტნიორობის განვითარების.
კერძო საჯარო პარტნირობა
კომერციულად მომგებიანი საინვესტიციო პროექტების დაგეგმვა, დაფინანსება და განხორციელება საჯარო და კერძო სექტორის აქტიური თანამშრომლობის ფარგლებში განიხილება სტრატეგიული და მოცულობითი პროექტების განხორციელების ერთ-ერთ ძირითად საშუალებად. საქართველოს რეალობაში კერძო-საჯარო თანამშრომლობის მექანიზმის ამუშავება წარმოადგენს ერთგვარ გამოწვევას და დაკავშირებულია მთელ რიგ საკანონმდებლო და მარეგულირებელ ნორმებთან.
გამოცდილება და ექსპერტიზა, რომელიც გააჩნიათ ჩვენი გუნდის წევრებს საშუალებას გვაძლევს სათანადო და კვალიფიცირებული მომსახურება გავუწიოთ კლიენტებს როგორც კერძო-საჯარო პარტნიორობებთან ასევე მათთან ბმაში მყოფი და თუ საერთაშორისო ტრანზაქციებთან დაკავშირებით ქართული კანონმდებლობის ფარგლებში.
ჩვენ ვუწევთ ჩვენს კლიენტებს იურიდიული სერვისების ფართო სპექტრს, მათ შორის:
ფონდის, პორტფოლიო კომპანიების დაარსება და მართვა
გამოსყიდვა/შესყიდვა, ინვესტირება, რეკაპიტალიზაცია და მონეტიზაციის სხვა შემთხვევები
აქტივებისა და ინვესტიციების მენეჯმენტი
ინვესტირება ფონდსა და სხვა საინვესტიციო ერთეულებში/მატარებლებში
ინვესტიციებთან დაკავშირებული ფინანსური რესტრუქტურიზაცია და გადახდისნუუნარობა
ბანკები, ფასიანი ქაღალდები და შესაბამისი რეგულირების საკითხები
პროექტის დაფინანსება
საკანონმდებლო ცვლილებების შედეგების მართვა
ადმინისტრაციული დავები
საჯარო რეგულირება
ბოლო წლებში საჯარო სექტორი არაერთი რეფორმის საგანი გამხდარა. რეფორმები, მიზნად ისახავდნენ სახელმწიფო სტრუქტურების განვითარებასა და გაძლიერებას, მათ სისტემატიზაციასა და კოდიფიცირებას ჩვენი გუნდის წევრებს გააჩნიათ საჯარო სექტორთან თუ სექტორში მუშაობის ხანგრძლივი წარმატებული გამოცდილება, რამაც განაპირობა როგორც საჯარო და ადმინისტრაციული სამართლის ცოდნის გაღრმავება, ასევე ამ სექტორის მუშაობის სპეციფიკის გააზრებისა და ხედვის ჩამოყალიბება. ყოველივე ხსენებული გვეხმარება სახელმწიფო ორგანოებთან მუშაობისას მაქსიმალურად დავიცვათ ჩვენი კლიენტის სამართლებრივი ინტერესები.
ჩვენ ვთავაზობთ კლიენტებს საჯარო სექტორის მონაწილეობით წარმართულ საქმიანობაში დახმარებას, რომელიც შეიძლება მოიაზრებდეს როგორც საჯარო ასევე კომერციული საკითხების სამართლებრივ რეგულირებას, მათ შორის შემდეგი მიმართულებებით:
პროექტების დაფინანსება და ინფრასტრუქტურის განვითარება, საჯარო კერძო პარტნიორობა
ელექტროენერგია, ნავთობი და გაზი
პრივატიზაცია და ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზება
სუვერენული ბონდის გამოშვება
ვალის რესტრუქტურიზაცია
სასამართლო დავები და არბიტრაჟი
საერთაშორისო ვაჭრობა
ფასიანი ბაზრის წესები და რეგულირება
ადმინისტრაციული წარმოება და დავები