პროექტების განვითარება და დაფინანსება
საქართველოში დაგეგმილ ინვესტიციებთან დაკავშირებით დროული და კვალიფიციური სამართლებრივი კონსულტაციების მიღება განაპირობებს საინვესტიციო პროექტის წარმატებით განხორციელებასა და დასრულებას. პროექტების დაფინანსება და განვითარება არის კიდევ ერთი მიმართულება, რომელთან მიმართებაშიც ჩვენ გთავაზობთ ჩვენს მომსახურებას.
ჩვენი გუნდის წევრებს აქვთ მნიშვნელოვანი გამოცდილება პროექტის სტრუქტურირებისა და განვითარების, დაფინანსების, სახელმწიფოებრივი რეგულირების, მშენებლობისა და სხვა სახელშეკრულებო საკითხებზე სამართლებრივი მომსახურების გაწევის მთელ რიგ სექტორებში, მათ შორის:
ელექტროენერგიის გამომუშავება და გადაცემა
ელექტროენერგიის გამომუშავება და გადაცემა
ნავთობი და გაზი (საკონცესიო, პროდუქციის განაწილების ხელშეკრულებები)
ინფრასტრუქტურის განვითარება (მათ შორის გზები, ხიდები, რკინიგზა და პორტი)
ტურიზმი (სასტუმროები)
სოფლის მეურნეობა
ჩვენს გაგვაჩნია მრავალ უცხოელ ინვესტორებთან და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან (EBRD, IFC, ADB, OPIC) და/ან მათი მონაწილეობით განხორციელებული პროექტებზე მუშაობის გამოცდილება პროექტის განვითარების, დაფინანსების და განხორციელების კუთხით. აღნიშნულმა ურთიერთობამ პრაქტიკული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების გარდა, ასევე შეგვძინა ინვესტორების მოთხოვნებისა და ქართული ბიზნეს სექტორის საჭიროებების ხედვის უნარი. ჩვენ მზად ვართ ჩვენი გამოცდილება, კანონმდებლობისა და სამართლებრივი რეგულირების ღრმა ცოდნა ჩავაყენოთ ჩვენი კლიენტების სამსახურში, ჩავერთოთ როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოური პარტნიორების მონაწილეობით განხორციელებად ტრანზაქციებში, რაშიც ასევე ხელს გვიწყობს ჩვენი უცხოური განათლება და მრავალ უცხო ენაზე მუშაობის უნარი.