სასამართლო დავები და არბიტრაჟი
Cocaz Legal ყოველთვის მზადაა დაიცვას ჩვენი კლიენტების კანონიერი ინტერესები როგორც სასამართლოში, ასევე ადგილობრივ და საერთაშორისო არბიტრაჟებში.
ჩვენ ვზრუნავთ თქვენს ბიუჯეტზე. შესაბამისად, სასამართლოში/არბიტრაჟში საქმის დაწყებამდე (რომელიც საქმის სირთულიდან გამომდინარე ასოცირებულია დიდ დანახარჯებთან) კლიენტის სურვილის არსებობის შემთხვევაში ვეცდებით დავა დავასრულოთ მოლაპარაკებების/მედიაციის გზით.
ჩვენი გუნდის წევრებს გააჩნიათ გამოცდილება და ექპერტიზა როგორც ადგილობრივ სასამართლოებში სამართალწარმოების, კომერციულ და საინვესტიციო არბიტრაჟებში დავების წარმოების, ასევე დავების პრევენციისთვის მიზნით კლიენტისთვის პოზიციონირების მემორენდუმის მომზადების კუთხით.
სასამართლო დავები
Cocaz Legal გუნდის წევრები ჩართულნი გახლდნენ მრავალ სასამართლო დავაში და მასთან დაკავშირებულ სამართალწარმოებაში. მათი ცოდნა ქართული სამართლის, პროცესის, დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკისა და ქართული სამართლებრივი სისტემის სპეციფიკის დაგეხმარებათ თქვენი დავის გადაწყვეტაში ხელმისაწვდომი ფასების დიაპაზონში.
არბიტრაჟი
არბიტრაჟი შედარებით ახალი სფეროა საქართველოში. გთავაზობთ წარმომადგენლობას როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო არბიტრაჟებში. ჩვენი პარტნიორები, რომლებსაც აქვთ ღრმა თეორიული და პრაქტიკული გამოცდილება არბიტრაჟში, დაგიცავთ და დაიცავს თქვენს ინტერესებს როგორც საწყის ეტაპზე, ასევე საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გადასინჯვის/გაუქმების ფაზებზე. ჩვენი უცხოელი პარტნიორები მზად არიან უზრუნველყონ თავიანთი მომსახურება საჭიროების შემთხვევაში. ჩვენი გუნდი ასევე მზადაა გაუწიოს დახმარება დაინტერესებულ პირებსა და კომპანიებს საერთაშორისო ტრიბუნალების გადაწყვეტილებების აღსრულების პროცედურებთან და საარბიტრაჟო გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით.