ჩვენი მომსახურებები
Cocaz Legal-ის საქმიანობის ფოკუსი
ჩვენ ვმუშაობთ ნებისმიერი ტიპის კლიენტებთან იქნება ეს უცხოელი ინვესტორები, საერთაშორისო ორგანიზაციები, სახელმწიფო ორგანოები, არასამთავრობო ორგანიზაციები თუ საშუალო და მცირე ბიზნესები და კერძო პირები.
Cocaz Legal-ის საქმიანობის სფერო მოიცავს თანამედროვე ბიზნეს სამართლის თითქმის ყველა ძირითად მიმართულებას. განსაკუთრებით კი ფოკუსირებას ვახდენთ შემდეგ სექტორებზე:
კორპორატიული მართვა და ბიზნესი
Cocaz Legal მხარს უჭერს როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოურ კომპანიებს მათ კორპორატიულ, კომერციულ და სხვა ბიზნეს საქმიანობაში კვალიფიციური სამართლებრივი კონსულტაციით და სამართლებრივი დახმარების ფართო სპექტრით საქართველოს სამართალთან და საქართველოს იურიდისქციასთან დაკავშირებულ საკითხებზე
საერთაშორისო ვაჭრობა
Cocaz Legal-ი უწევს საქონლისა და სერვისების საერთაშორისო ვაჭრობაში ჩართულ ადგილობრივ და უცხოურ კომპანიებს სამართლებრივ მხარდაჭერას საკითხებზე, რომლებიც საჭიროებს ქართული სამართლის ექსპერტიზას, რომლებიც შეიძლება ეხებოდეს საქართველოს სუბიექტს ან ექვემდებარება საქართველოს რეგულაციებს.
ელექტროენერგია, ნავთობი & გაზი
ჩვენი კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს საქართველოში ენერგო სამართლის პრაქტიკის დანერგვას, რადგან მიგვაჩნია, რომ ენერგოსექტორის განვითარება დიდ წილად განაპირობებს საქართველოს ეკონომიკის ზრდასა და წინსვლას. ჩვენ სისტემატურად და თანამედროვე ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად ვხვეწავთ კომპანიის პრაქტიკას ენერგეტიკის სექტორში.
პროექტების განვითარება & დაფინანსება
საქართველოში დაგეგმილ ინვესტიციებთან დაკავშირებით დროული და კვალიფიციური სამართლებრივი კონსულტაციების მიღება განაპირობებს საინვესტიციო პროექტის წარმატებით განხორციელებასა და დასრულებას და ჩვენი საქმიანობის კიდევ ერთი ნიშნური მიმართულება.
ბანკები, ფინანსები და & კაპიტალური ბაზრები
საბანკო და საფინანსო სექტორმა მნიშვნელოვანი ზრდა განიცადა საქართველოში, რაც უზრუნველყოფს ფართო შესაძლებლობებს და წვდომას ფინანსებზე ყველა ზომის ბიზნესისთვის. Cocaz Legal სამართლებრივ მხარდაჭერას უწევს ყველა ზომის ბიზნესს დაფინანსების მოპოვების პროცესში.
უძრავი ქონება & მშენებლობა
Cocaz Legal ეხმარება კომპანიებს უძრავი ქონების მსხვილი კომერციული მშენებლობისა და ყიდვა-გაყიდვის კომპლექსური ტრანზაქციების განხორციელებაში, რომლებიც ხშირ შემთხვევებში მიმდინარეობს უცხოელი პარტნიორების მონაწილეობით.
სასამართლო დავები და არბიტრაჟი
Cocaz Legal საუკეთესოდ არის პოზიციონირებული, რომ გაუწიოს კონსულტაცია და დაიცვას ჩვენი კლიენტების კანონიერი ინტერესები როგორც სასამართლოში, ასევე ადგილობრივ და საერთაშორისო არბიტრაჟებში.
კერძო-საჯარო პარტნიორობა & საჯარო რეგულირება
COCAZ LEGAL განსაკუთრებული ყურადღებას უთმობს რეგულირებად სექტორებს და სპეციალიზირდება ბიზნესისა და სახელმწიფოს თანამშრომლობის თემებთან დაკავშირებით პროექტის განვითარების, დაფინანსებისა და განხორციელების ყველა ეტაპზე.