უძრავი ქონება და მშენებლობა
Cocaz Legal ეხმარება კომპანიებს უძრავი ქონების მსხვილი კომერციული მშენებლობისა და ყიდვა-გაყიდვის კომპლექსური ტრანზაქციების განხორციელებაში, რომლებიც ხშირ შემთხვევებში მიმდინარეობს უცხოელი პარტნიორების მონაწილეობით. უცხოელი ინვესტორების, დეველოპერების, ოპერატორების და ფინანსური ინსტიტუტების მონაწილეობა ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და განვითარების ტრაზაქციაში უმეტესწილად მოიაზრებს “საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკით” დადგენილი წესებითა და ნორმებით მუშაობას, რაც ადგილობრივი პარტნიორებისთვის ქმნის გარკვეულ სირთულეებს. გვაქვს რა უძრავი ქონების, ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და განვითარების პროექტებზე მუშაობის მნიშვნელოვანი გამოცდილება, ჩვენი გუნდი სთავაზობს კლიენტებს იურიდიულ მომსახურების ფართო სპექტრს, მათ შორის შემდეგი მიმართულებებით:
მშენებლობა და განვითარება
ტენდერისა და შესყიდვის სხვა პროცედურები
დაფინანსება, ფინანსური დახმარების გარიგებები, კონცესია
სამშენებლო ხელშეკრულებები (FIDIC), ქვეკონტრაქტები
ტექნოლოგიის მიწოდებისა და ლიცენზიის ხელშეკრულებები
ტექნიკური მომსახურების ხელშეკრულებები
პროექტის მართვის ხელშეკრულებები
საოპერაციო მართვის, მათ შრის მაღალი კლასის სასტუმროების ოპერირების ხელშეკრულებები
ხელშეკრულებები ადმინისტრირება
დავების განხილვა როგორც მოლაპარაკებებისა და მედიაციის ეტაპზე, ასევე სასამართლოსა და არბიტრაჟებში.