ენერგეტიკა
ჩვენი კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს საქართველოში ენერგო სამართლის პრაქტიკის დანერგვას, რადგან მიგვაჩნია, რომ ენერგოსექტორის განვითარება დიდ წილად განაპირობებს საქართველოს ეკონომიკის ზრდასა და წინსვლას. ჩვენ პერმანენტულად ვხვეწავთ კომპანიის პრაქტიკას ენერგეტიკის სექტორში თანამედროვე ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად.
...
ენერგეტიკულმა სექტორმა უკანასკნელი წლების განმავლობაში განიცადა მნიშვნელოვანი პოზიტიური შედეგის მქონე რეფორმები, თუმცა სექტორის განვითარება კვლავ პროცესშია და საჭიროებს კიდევ უფრო გააქტიურებას. ცვლილებები უშუალოდ დაკავშირებულია განახლებადი ენერგიის გამომუშავების კუთხით საქართველოს მზარდ პოტენციალთან, რომელსაც ხელს უწყობს მძლავრი საექსპორტო შესაძლებლობები და მიმზიდველი კანონმდებლობა
...
ჩვენი პარტნიორები ჩართულნი იყვნენ საქართველოში განხორციელებულ წამყვან ენერგო პროექტებში მათი განვითარებისა და დაფინანსების სხვადასხვა ეტაპებზე. ჩვენ ვიცით საქართველოს ენერგეტიკული სექტორის სამართლებრივი რეგულირების თავისებურებები, გვესმის ამ სექტორის ყველა გამოწვევა და პერმანენტულად ვავითარებთ ჩვენი კომპანიის საქმიანობას ამ მიმართულებით. ვემსახურებით ენერგეტიკული ინდუსტრიის წარმომადგენლებსა და ინვესტორებს პროექტის დაგეგმვის, დაფინანსებისა და განვითარების ნებისმიერ საფეხურზე, კომერციული, საბანკო და ფასიანი ქაღალდებით დაფინანსებისას, ასევე შერწყმისა და ლიკვიდაციისას, კაპიტალური ბაზრის ტრანზაქციებში, ვიცავთ მათ ინტერესებს სასამართლო დავებსა და საერთაშორისო არბიტრაჟებში.