ნატალია მერაბიშვილი იურიდიული ფირმა COCAZ LEGAL-ს დამფუძნებელი პარტნიორია, რომლის საქმიანობის სფეროებიც მოიცავს საერთაშორისო და ევროპულ სამართალს, ევროპის ბიზნეს სამართალს, კორპორატიულ სამართალს, კონკურენციის, კომპანიათა შერწყმის, საერთაშორისო ხელშეკრულებების, საერთაშორისო ვაჭრობის, პროექტის დაფინანსების, კაპიტალური ბაზრების საკითხებსა და ენერგეტიკას.
ნატალიას სამართლებრივი პრაქტიკა მრავალფეროვნებით გამოირჩევა, რომლის ფარგლებშიც საშუალება ჰქონდა ემუშავა მთელ რიგ მნიშვნელოვან ტრანზაქციებზე, მათ შორის კაპიტალური ბაზრების (Eurobonds, IPO), საინვესტიციო პროექტების დაფინანსების, ენერგეტიკის, სესხისა და უზრუნველყოფის, განხორციელებულს როგორც ადგილობრივ და ასევე საერთაშორისო პარტნიორებთან, მათ შორის საქართველოში შემოსულ წამყვან საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან.
დამოუკიდებელი პრაქტიკის დაწყებამდე ნატალია გახლდათ სს „საპარტნიორო ფონდის“ მთავარი იურისტი (სამართლებრივ საკითხებზე აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე), სახელმწიფო კომპანიის, რომელიც ეწევა საინვესტიციო საქმიანობას და კერძო სექტორთან პარტნიორობით აფინანსებს/ახორციელებს საინვესტიციო პროექტებს ენერგეტიკის, წარმოების, სოფლის მეურნეობისა და უძრავი ქონების სექტორებში, ასევე ფლობს უმსხვილეს სახელმწიფო კომპანიებს, როგორებიცაა საქართველოს რკინიგზა, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა, საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი. ნატალია შეუერთდა საპარტნიორო ფონდის გუნდს მისი შექმნისთანავე და საკუთარი წვლილი შეჰქონდა კომპანიის განვითარებაში ოცი თვის განმავლობაში.
ნატალიამ მოიპოვა ასევე მნიშვნელოვანი პროფესიული გამოცდილება იურიდიულ ფირმა BLC-ში მუშაობის დროს, სადაც ჩართული გახლდათ წამყვან ტრანზაქციებში. მას ეკავა ასევე სხვადასხვა პოზიციები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს იურიდიულ დეპარტამენტში, საქართველოს განათლების სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და მინისტრის კაბინეტში.
განათლება
ფლობს ლონდონის სითი უნივერსიტეტის საერთაშორისო სავაჭრო სამართლის მაგისტრის (LLM) წარჩინების დიპლომს (2008); საფრანგეთის პიერ მენდესის ფრანსის უნივერსიტეტის (Grenoble II) საერთაშორისო და ევროპის სამართლის მაგისტრის დიპლომს (2006), მან ასევე ისწავლა ტულუზის სოციალურ მეცნიერებათა უნივერსიტეტში Carrières Judiciaires et Sciences Criminelles’ სპეციალობით (2005); ფლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამართალმცოდნეობის წარჩინების დიპლომს (2005). 2008 წლის მაისში მან წარმატებით ჩააბარა იურისტის საკვალიფიკაციო გამოცდები და გახდა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი 2008 წლიდან
ენები: ქართული | ინგლისური | ფრანგული | თურქული საშუალოდ | რუსული