საერთაშორისო ვაჭრობა
საქართველოში მოქმედი კომპანიები სულ უფრო ინტენსიურად ავითარებენ და აფართოებენ სავაჭრო ურთიერთობებს უცხო ბაზრების მიმართულებით. ამ საქმიანობაში მათ აქტიურად უწყობს ხელს საქართველოს მთავრობა, რომლის მიერ წარმოებული მოლაპარაკებებს ფარგლებში ხელმოწერილია მთელი რიგი საერთაშორისო, რეგიონული და ორმხრივი სავაჭრო ხელშეკრულებები. ამავდროულად მუშაობა მიმდინარეობს კანონმდებლობის დახვეწისა და სრულყოფის მიმართულებით, რომელიც ხელს შეუწყობს ეკონომიკის შემდგომ განვითარებას. ამ მხრივ, განსაკუთრებით აღსანიშნავია ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება ევროკავშირთან, რომლის ხელმოწერილია და რომელიც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობების შემდგომ გაფართოებასა და გააქტიურებას.
ჩვენი კომპანიის საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას წარმოადგენს საერთაშორისო ვაჭრობასთან დაკავშირებულ საკითხებთან, მათ შორის ევროკავშირთან ხელმოწერილი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას ქართულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაცია და შეფარდება და ამ ფარგლებში ადგილობრივი და უცხოელი კლიენტებისთვის კონსულტაციების გაწევა და დახმარება.