ლაშა არველაძე კომპანია COCAZ LEGAL-ის დამფუძნებელი პარტნიორია. გააჩნია რა საჯარო და კერძო სამართლის სფეროში დიდი გამოცდილება როგორც ადგილობრივ ასევე საერთაშორისო ასპარეზზე, ის სამართლებრივ კონსულტირებას უწევს კლიენტებს რთულ კორპორაციულ საკითხებთან, საერთაშორისო და ადგილობრივ ბიზნეს ტრანსაქციებთან, პროექტის დაფინანსებისა და ენერგეტიკულ ტრანზაქციებთან დაკავშირებით. ამავდროულად მისი სპეციალიზაცია მოიცავს დავების გადაწყვეტას ალტერნატიული მექანიზმების მეშვეობით (კომერციული და საინვესტიციო არბიტრაჟი).
კომპანიაში საქმიანობის პარალელურად ლაშა გახლდათ საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში.
ლაშას პროფესიული გამოცდილების მნიშვნელოვანი ეტაპი ასევე გახლავთ მისი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს არბიტრაჟებისა და უცხო ქვეყნების სასამართლოებში წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსის და საერთაშორისო კერძო სამართლის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე საქმიანობა.
იუსტიციის სამინისტროში დასაქმებამდე ლაშას ეკავა სხვადასხვა (დაწყებული პირველი მდივნისა და დამთავრებული სამმართველოს უფროსი) პოზიცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. ამავდროულად ლაშა მსახურობდა ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოში სადაც მას ეკავა ვიცე-კონსულის თანამდებობა და მრჩევლად დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩოში.
განათლება
ლაშა ფლობს ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის მიერ მინიჭებულ საერთაშორისო ბიზნეს და ეკონომიკის სამართლის მაგისტრისა (LL.M.) და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის მიერ მინიჭებულ საერთაშორისო საჯარო და შედარებით სამართლის მაგისტრის (LL.M.) წოდებებს. ამავდროულად მას გააჩნია ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ მინიჭებული იურისპრუდენციის მაგისტრის (LL.M.) ხარისხი და საერთაშორისო სამართლის სპეციალისტის ხარისხი (LL.M) მინიჭებული თბილისის ინსტიტუტის მიერ.
საუნივერსიტეტო სწავლებასთან ერთად ლაშას საშუალება ჰქონდა პრაქტიკული გამოცდილება მიეღო საერთაშორისო იურიდიულ ფირმა Dewey LeBoeuf ვაშინგტონის ოფისში.
ლაშა შეუერთდა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას 2010 წელს.
ენები: ქართული | ინგლისური | რუსული