კორპორატიული მართვა და ბიზნესი
კორპორატიული მართვის წვლილი წარმატებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში სულ უფრო მეტად იზრდება. ჩვენი მოწოდებაა დავეხმაროთ კომპანიების ხელმძღვანელობას წარმატების მიღწევაში.
ჩვენ კონსულტაციებს ვუწევთ კლიენტებს კორპორაციული მართვისა და ბიზნეს სამართლის საკითხების ფართო სპექტრზე, როგორიცაა კომერციული ხელშეკრულებები, კომპანიათა შერწყმა და ლიკვიდაცია, აქტივების, ბიზნესისა თუ ფასიანი ქაღალდების ყიდვა-გაყიდვა, კორპორატიული გადაწყვეტილებები და ნებართვები, დირექტორის, საბჭოს თუ კომიტეტების პასუხისმგებლობები, ინტერესთა კონფლიქტი, შიდა კონტროლის მექანიზმები, რისკების შეფასება და მართვა, სამართლებრივი ანალიზი და ინფორმაციის განსაჯაროება. ჩვენი ქართული და უცხოური სამართლებრივი განათლება და რამდენიმე უცხო ენაზე მუშაობის უნარი საშუალებას გვაძლევს ვითანამშრომლოთ საერთაშორისო პარტნიორებთან და ჩავერთოთ კომპლექსურ საერთაშორისო ტრანზაქციებში.